მ.ნ.
არ ხართ ნაცნობი, არ ხართ დობილი, არა ხართ სატფო, არა ხართ ვიღაც... ჩემზე არა ხართ თქვენ დანდობილი და მაინც- ჩემთვის ატარებთ ნიღაბს... განაგებთ ჩემი ოცნების დომხალს. არ ხართ ერთია- და მაინც ხომ ხართ! ხომ მაიმედებთ მტრედივით მშვიდად, ხან ხომ მაწვეთებთ შხამს შემპარავად... ...მე ვინ ვარ- არც მე მაწუხებს დიდად, მაინტერესებს- მე ვინ არა ვარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი