ღამე სულივით მიმყვა დილამდი ..
ღამე სულივით მიმყვა დილამდი, ჩაიწვა მერე -ცოდვის კარავი... იყო სასახლე სავსე ვივალდით, და ქალი იყო- როგორც არავინ... გარეთ იცდიდა ჰავა ნოტიო, და მრუმე ცაზე უფრო მკაცრი ცა, წავიდა ქალი და მელოდიამ შიშველი ნერვის სიმი გაცრიცა; და პიჩიკატოს აკენკილ ანბანს შეაშრა ცრემლის მლაშე ცდუნება... და ის გზა დარჩა, რომლითაც, ალბათ, არც წასვლა ღირდა, არც - დაბრუნება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი