საღამოს ლექსი
მინაწერი საღამოს ლექსზე ”შენი თვალები” ის რომ ხედავს ქალს ნათიხარს, (თან ქალებში უღური აქვს!) გიას ვეტყვი - რომ ნაღდი ხარ, პოეტს -- გია მურღულიას! შენ ასაკთან კამათი ხარ, (ვინც წლებს ვერ გაუღუნია), სხვა ერთია, შენ ათი ხარ, შენ გია ხარ, მურღულია! ლექსს ვინ გაგაშველებს აწი, (სად ქედნების ღუღუნია), გლოცავ სამსტროფიან ყანწით პოეტს -- გია მურღულიას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი