აღარც სხვისი აღარა ხარ აწი ..


აღარც სხვისი
აღარა ხარ აწი,
მწარედ მისდევ ბედისწერის ხარხარს,
არ შეადგენ
შენ არავის ნაწილს,
ესე იგი,
აღარც მთელი არ ხარ.
მე კი ეშმა
იღბალივით მდევდა
და გავყევი
ნისლებიან მიმწუხრს,
ახლა მშვიდად მოგიყვები სევდას,
მშვიდად გეტყვი-
გული როგორ მიწუხს;
შეგაგებებ
შენელებულ მაჯას,
ჟრუანტელი ჩავლილია უკვე,
ახლა ორი
პარასკევი დარჩა
და ყველა დღეს დაერქმევა უქმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი