ზამთრის ლექსი
ზამთრის გადამედო ფერი- (დაბმული ვარ ხარი ხართან!) ვმღერი, მაგრამ ტირილს ვმღერი, ვეჭიდები ხავსის ხარდანს. რაც ვერ ვპოვე- აწი ვერ მსურს, მოვრჩი საყვედურს და ღაღადს... (ვსვამ და ვემსგავსები ხევსურს_ გიგო გაბაშვილის ნახატს!) აღარც წყენას აღარ ვწონი, არც მას- თუ რამ გამეხარდა, (დაღლილი ვარ მეხთან ბრძოლით, ვერ ვიმჩატებ ნამეხარ ტანს!) ზამთრის გახუნებულ ყვავილს ვიხდენ ხსოვნის ცოდვა-მადლით, დაკარგული დამაქვს თავი, საძებარი გავხდი სანთლით... ვეღარც შენი ლოცვა მიცავს, (დაფნა რამდენს შვენის ცრუ თავს!) ვტკეპნი თმენას, სანამ მიწა მოუთმენლად შემისრუტავს... ... იღბალს- ამოდენილს ძმარად, გულგრილობის ნიღაბს ვურთავ... ...ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა, რაც ვთქვი- ან ეს ვიღას უნდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
...ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა,
რაც ვთქვი-
ან ეს ვიღას უნდა...