60
ათასჯერ ამცდა სიკვდილის ცელი, და ვიდრე ჭიის გავხდები სარჩო, ჩავაწყვე სკივრში 60 წელი, რომ ხსოვნის შხამი წვეთ-წვეთად ვხარჯო. წინ ისევ ისე ის წლები მიბღვერს - რაც თითო-თითოდ 60-ჯერ ახდა, რამაც შემყარა პიტალო ნიღბებს, რამაც 60-ჯერ დამტოვა სახტად. გავიტან აწიც ორიოდ კვირას, სხვაგვარი გზა და ხსნა მაინც არ ჩანს. ნეტა იმ 60-ს, რაც მაგან მტკვირა, მაცოდვილა და ტყუილად მხარჯა! რაც გაიყოლა ბუბუნი მუხის, დააშრო მზე და ოცნების ჭები.... ....და მაინც, ერთხანს დარჩენა თუ ღირს, იმ 60 წლის იმედად ვრჩები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი