შაშვი
იმნაირს გალობს, დამბურძგლა ტანში, ამაცერცეტა დილაადრიან ... ამ შაშვს რომ ახლა დავუკრა ტაში შვილიშვილები გიჟად ჩამთვლიან. ახლა ორივეს იღბალი გვწყალობს, (აწყდება გულზე ღამეს ღილები ...) ზის ტოტზე შაშვი და ჩემთვის გალობს, მე მისთვის ამ ლექსს ვეჯახირები ... ზის და ღმერთივით დილას ათენებს, მზის, ჰანგისა და ცისკრის ლობისტი ... და სულ არ ჩივის, ეს მერამდენე, ლექსს რომ უწერენ ამ გალობისთვის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი