გადამიყოლა ..
გადამიყოლა ცრემლიან პეშვით, შავი ღრუბლების შავმა მინდორმა... დღეების უხმო კლავირი შემშლის და შემოდგომის უამინდობა. და გაცრეცილი ლოდინის გაღმა თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები. შენი საქმეა - მოხვალ თუ წახვალ, მე - არცერთისთვის არ მემეტები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი