მომწერე!


დაწერე რაც გულში გაქვს და გულის გულში...
სულშიც მოიძიე საჩემო სიტყვა...
გითქვამს თუ არ გითქვამს აქამდე...
სადამდე იქნები მდუმარე,
მწუხარე ღამეა და გელი,
მტკივა და ტკივილისა ვმღერი...
დაწერე,
თეთრია ქაღალდი...
დაწერე,
ღამეა ხვალამდე...
მომწერე,
მომწერე,
ზღაპრიდან წასვლამდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი