დაწყდნენ სიზმრების აბლაბუდები ..
დაწყდნენ სიზმრების აბლაბუდები, თქვენ შეეჩვიეთ სიშორის გემოს; მე კი ცარიელ ზღაპრის გუდებით თქვენი კოშკიდან ვეშვები ქვემოთ; შეწყვეტილ ვალსის მომდევს ქვითინი უმიზეზოდ რომ ოცნებამ მოწნა... ...და მამჩნევია, ხუთი თითივით, ლოყაზე თქვენი ცრემლი და კოცნა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი