მოგონება დაღვენთილი სევდებად ..
მოგონება დაღვენთილი სევდებად, თვალებშიაც ცრემლებს ააელვარებს... იქნებ ჩვენი სიყვარულიც ბერდება, როგორც თოვლი უბერდებათ მწვერვალებს... რეკდა ჟამი _ ცისფერი მისტერია, ბიჭს და გოგოს ერთურთს ანაცვალებდა... გადაჭრილი სიცოცხლის არტერია, თუ მზის ჩასვლა _ ჩვენი გარდაცვალება... ხატების წინ აღვლენილი ვედრება, ვერ აოკებს სულს _ შმაგსა და მღელვარეს... სიყვარული _ არასოდეს ბერდება, მხოლოდ თოვლი უბერდებათ მწვერვალებს...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი