ლოცვა რუსთაველზე
ვიცი, ღამე ცუდად გძინავს, შფოთავ, ხან საკუთარ თავს უწყრები ბრაზით... რუსთაველზე ვნახე წუხელ შოთა, გვერდით ედგა მეფე ფარნავაზი... ილიას და წერეთელის ძეგლთან თერგდალეულ ერის მამებს შევხვდი... `ვაჟა არ ჩანს~ _ დავაპირე მეთქვა და შეირხა მთაკაცივით ვერხვი... გურამიშვილს მხარში ედგნენ ლეკნი, უფიცავდნენ ერთგულებას ყონაღს... სჭექდნენ სამას არაგველთა ლეკვნი: `არ ვიქნებით არავისი მონა!~ აქ სრულიად საქართველო იდგა, წმინდანები ირგვლივ ჰფენდნენ ნათელს... დავით მეფე დიდგორულად, მედგრად, კვლავ ბრძოლისკენ მოუხმობდა ქართველს... გაბწყინებულ ივერიას ვხედავ! თეთრ გიორგის ქაშუეთის კართან _ ქრისტეს ლაშქრის სწორუპოვარ მხედარს, კვლავ იფარავს ღვთისმშობელის კალთა! ვიცი, ღამე ცუდად გძინავს, შფოთავ, ხან საკუთარ თავს უწყრები ბრაზით... სვეტიცხოველს ჯანღი გადაშორდა, საქართველოს ღვთის ბეჭედი აზის!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი