მელაპარაკე


მელაპარაკე:
დრო და მანძილი
ხომ არ არსებობს სიყვარულისთვის...
სიჩუმეს ვიღებ, როგორც სამძიმარს
და მეშინია ჩემი გულისთქმის...
მელაპარაკე:
რომ ისევ ერთად
ვიქნებით დღესაც, ხვალაც... მუდამაც,
რომ შეისმინა მაღალმა ღმერთმა
ჩვენი ლოცვები, ჩვენი მუდარა...
მელაპარაკე:
რომ ჩემთან გინდა
და გეშინია მარტო დარჩენის...
მელაპარაკე:
თუ როგორ წვიმდა,
წვიმისგან ცრემლებს როგორ ალაგებს...
რადგან ძილშიაც ვიღებ სამძიმარს,
სიზმრებში მაინც მელაპარაკე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი