სასაფლაოზე კასპში
თებერვლის ქარი საფლავებს ვარცხნის, ყოჩივარდები მზეზე თბებიან... იქ ზოლა-ზოლად ნამქერი ჩაცხრა თუ დედაჩემის თეთრი თმებია?! კვირტი შეიხსნა იასამანმა და ვიცი, ყინვა ამოდ დათუთქავს... აქ ამობურცა იამ სამარე თუ დედაჩემმა ამოისუნთქა?!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი