წერილი


...შენ ერთხელ წვიმამ ისე გაგლუმპა,
რომ ჩამოგადნა ყელზე საყურე...
იქნებ ნაპირიც ნიშნავს დაღუპვას,
ფერად კენჭების ბოლო საყუდელს...
მე ძველებურად წარსულზე ვდარდობ,
ფიქრში გინიშნავ პაემანს ისევ...
ხშირად ჩორდელთან მივდივარ მარტო
და თითო-თითო `ასიანს~ ვივსებთ...
ჩაინაცრება წრფელი ვნებები
და არ დარჩება კვალი არაფრის...
წვიმას ქუჩები ისე ნებდება,
რომ ვერ გებულობს ზოგჯერ ქალაქი...
ახლა დღეები თითქოს შედედდა
და გათანგული აგვისტო იწვის...
უბრალო ლექსიც ფიქრში შედევრად,
რომ მოჩანს ყველა პოეტმა იცის...
აჰა, დარეკეს ცისკრის ზარებმაც,
ჩამოიცვარა რძისფრად ყოველი...
გაფიქრება კი ნუ დაგზარდება,
მე მოუთმენლად პასუხს მოველი...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი