იდუმალი სტრიქონების სევდიანი მხარე ..
იდუმალი სტრიქონების სევდიანი მხარე, წვიმის წყნარი ალერსით გატრუნული წამი; ჯერ სიზმარში ეძლევა მეოცნებე თვალებს, მერე ცხადში აშენებს შესაბამის ამინდს. მიღმა მელოდიათა იქსოვება ბადე, უმეტყველო ცოდნიდან ჟონავს როცა ფიქრიმ, სიზმარ–ცხადი – ორთავე ამ დროს ტვირთად გადევს და ფარულად სიცხიან მაჯისცემას ითვლი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი