აღარ ისმის "რაშო–რერა ..
აღარ ისმის "რაშო–რერა", – სანატრელი ხმები და გსურს საფრთხის აშორება მეტაფორულ თქმებით. ჩაძირული ცხადი ძილში მიზეზია სიზმრის არც რო – სიურეალიზმი, არც რო – ფუტურიზმი. იწყებ: "თუმცა" ანდა "თურმე" სიტყვას სმენით ირჩევ; აფსუს, რა დროს აფათურებს ხელებს სულში ნიცშე. სევდა უფრო გემატება და მძიმდება თვალი, იწვის ცაში კელაპტრებად ჩინარები ჭალის. ზოგჯერ – მესენაკე ბერი, ზოგჯერ – სისხლის მონა, შენსას ჭრი და შენსას მღერი, შენი ადლით ზომავ. მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც დევს სასაზღვრო ზოლი და გზა გადის უფალსა და ზარატუსტრას შორის.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი