აჭარა. ბატონი ახმედი
სოფელი შემომატარა,სვენებ-სვენებით ვიარეთ, სათქმელი შემომაპარა - პირი გაეხსნა იარებს; დიდ დედეს გაუმარჯოსო!- თავის მორჩილი დაწევით გვეგებებოდნენ გზადაგზა სოფლის ალალი კაცები. ვეკითხებოდი წარსულზე,მეკითხებოდა ხვალეზე, მამა-შვილურად ერთმანეთს მოვეფერ- მოვეალერსეთ - მთელ საქარტველოს ვხედავდი მთის მაღალ საქართველოდან. მთას ჰგავდა,მთაზე დამდგარი,ჩამოთოვლილი თმაწვერით, ხელჯოხზე ხელის დაყრდნობით,მეორებხელის მოჩრდილვით, ვუზიარებდით ერთმანეთს,რაც გულზე გვქონდა ნაწერი, ის - რა თქმა უნდა - ბატონი,მე - მისი მონა- მორჩილი. ვუზიარებდით ერთმანეთს,გულის ხვაშიადს ვამხელდით, იქვე,ბებერი თუთიდან ჩიტი გოდებდა ღაბუა; ოლიმპიური სიმშვიდით იდგა ბატონი ახმედი - შოთა ზოიძის მამა და ზურაბ ზოიძის ბაბუა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი