ზიარი ტექსტი
იწყება უკვე ტამაში ღია, გროვება ერთად ეკლის და ნარის; რაღაცა ყურთად დაცდება ნიავს და საიდუმლო ჟღავნდება ქარის. ,,ტირის“ გარეშე წასწრებულ ფრაზით დიალოგებში დამალვას ლამობს, და წუთი-წუთზე იზრდება აზრი, თანაც სამივეს სურვილის გამო: ,,ის“,,შენ“ გიყვება,,,შენ“ კიდევ-,,მე“ და ლაგდება,,სამად“ სესხი და ვალი; ეს იმას ნისნავს - სამ აჩრდილს ხედავს სამ კაცს კი არა -,,მეოთხის“ თვალი. აშენებს ბოლოს,,მეოთხე“ ჩვენით სამყაროს,მაგრამ ჰგონია მისი; დასაბამიდან ეს არის ძღვენი, ძარღვიდან ძარღვში დაგასხმა სისხლის. ამონარიდი ორმაგი პროცესიდან ჩქამი კუნაპეტის ბზარია, ღამეს ბრმა თვალებით უცქერი; ვიდრეჟრუანტელი დაგიარს - მანამ შეიცხადებს ფურცელი. ფშანებს შეფარებულ ავსულებს საზღვარს წარბაზიდვით უწესებ, როცა თავის საქმეს ასრულებს მაჯა მოქათქათე ფურცლებზე. სიტყვის დაბადება: საჩვენებელი თითიდან ვიწყებ, ვაგრძელებ ცერით თითების ქებას: აეხათრება შუა თითის სიგრძეს ნეკა თითი და ბოლოში დგება. არათითს ხელზე როლი აქვს სულ სხვა და ჩვენ ვეძახით უსაქმურ პირმშოს, და გვიან ვხვდებით თვალებზე კურცხალს- ყველაზე ხშირად ამ თითით ვიშრობთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი