კითხულობს თვალი
კითხულობს თვალი ბედ-იღბლის წერილს და ვარსკვლავების ფარსაგად შემხმარ ტოტიდან ფეხით ჩამოდის ბნელი - ბნელი გახურავს და ბნელზე წევხარ. მოძრაობს გზა თუ მოძრაობს თოკი და ქარის ტირილს პასუხობს მინა, და ოპტიმიზმით დამძღარი ჯოგი დაყრილა აქვე და მშვიდად ხვრინავს. მამლის ყივილი - ასანთის ღერი - ეს ერთადერთი იმედი ხსნისთვის, გაკრული რამე იდუმალ ხელით აქა-იქ მბჟუტავ ნაპერწკალს ისვრის და ჩნდება ბზარი და ბნელის ფსკერზე დაცურავს თვალი შიშით და თრთოლვით, და მიზეზ-მიზეზ მწვანე ხავსს ეძებს და ხავსის ნაცვლად - თრთვილი და თოვლი! "დაიქცეს!" - ყვირი და მერე წუხარ, რაზე და რატომ, ჩვენ შორის დარჩეს, გატეხავ შეშას და მშიერ ბუხარს სულ თითო-თითო მუგუზლით არჩენ. და დგება წუთით, როდესაც მთენთავ დუმილზე ზანტად ეყრდნობი მხრებით, მერე უეცრად უბიძგებ შენს თავს შენგან და მაინც შენშივე რჩები. თუ რამე ამდროს ღარღილობს - რუა, და როცა ისიც ვერაფერს ვერ ცვლის, ჭიშკარზე მთვარის გალეულ ყუას აჭედებ ფრთხილად და ავთვალს ებრძვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი