მარტის ღამე
ვერაფერისგან არაფერს ვხატავ, ყველა ფერის რომ დატევა მართებს; ბუხარში ამ დროს ჩამოდის კატა, მარტის ღამეა და სიზმარს მართმევს. გამინატრულდით ცოცხლებო ძილში, გაგინატრულდით ცხადშო მე თავად, რა მომთენთავად ტბორდება შიში და დგება მუხლსში რა მომთენთავად. შიშის ტბორიდან ამოზრდილ ტოტზე დევს რამე ფთილა თუ ყორნის ჩრდილი; მოვრბივარ მომდევს, მოვრბივარ მომდევს და პარანგივით მიმწუთხებს ტკივილს. ამ ტკივილს – ერთგულ ძუძუმტეს ჩემსას ვაგზავნი თქვენთან და ჩრდილში ვდგები, – და ვხედავ – გზა–გზა ღამეებს კემსავს, სიზმარში ნახულ ქალღმერთის თმებით. დაყვება კვალში ღარიბი შუქი ციცინათელის ღარიბი ცეცხლი, და ვცდილობ, მაგრამ ნურავის უკვირს, – რომ ჩემი ნებით ვერაფერს ვერ ვცვლი. ვერაფერისგან არაფერს ვხატავ, ყველა ფერის რომ დატევა მართებს; ბუხარში ამ დროს ჩამოდის კატა, მარტის ღამეა და სიზმარს მართმევს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი