მჩატე მელანქოლია
აგერ ლაქაში, აგერ ლელია, ფშანს რომ მიჰყვება ვიწრო არშიად, შუქშიც შუქია, ფერშიც ფერია, თვალმა თუ შეძლო და გაარჩია. ირგვლივ ბიბინა მწვანე მოლია, ლურჯი იების ცეცხლით გამთბარი, მიდიხარ, მჩატე მელანქოლიას ტოვებს ნიავის მორცხვი ფართქალი. როცა ტკივილი სახეს ღებულობს და საუბარშიც ცდილობს ჩატევას, თუკი ვგებულობთ, ამ დროს ვგებულობთ, რა გვაკლდება და რა გვემატება. პირჯვარს ისახავ, წარბმა განიშნა, ლოცვის გარეშე ახლა არც მე ვარ – არ ველოდები თუმცა ქარიშხალს და მითუმეტეს – ქვეყნის დაქცევას. ციდან წეროს ხმამ ჩამოიხედა – ზარმა დაიხსნა თავი მახიდან, ამ დროს ფოთოლმაც ყური გიხედნა და მოგესყრვა მაღლა ახედვა: მაღლა მზეა და თეთრი ქაფია – ძმარში ჩამბალი თეთრი საფენი; ათიათასი ბგერით გაბია გულზე გაბია ეს ყველაფერი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი