რწმენის კოცონი
ვინ იყო ბოლო მეციხოვნე, ვინაც გოდოლთან მზეს იშველებდა მკერდზე ფარივით? – თვალის მარილი ცას შეატოვა და შენს ბალახებს წარეტანა უკანასკნელად. მერე ვიღაცის შეცივნულ ბაგეს ჩამოტყდა სიტყვა: შენ ხარ ფენიქსი, – წინაპრის სულით საკუთარ ფერფლში აღმოცენდი და ისრის წვერით ამოლამბულ ჟამზე იხარე. შენი გვირილით – მცირე შუქით ამ უღრანებში გზას მივიკვლევ, სად ფრინველივით იკარგება ხშირად ძახილი. აქ, გარდასულთა რწმენის ნამსხვრევებს მოვუყრი თავს და ვდგები კოცონთან: ღამის ტევრიდან გამოდის კაცი, ვისაც ფრთიანი ლექსი მოსწონდა. ანთია ჩემი იმედი – ოცხე და ამ ტყეების თრთოლვას მაძალებს, მიხსენებს ყურთან უძველეს ქალაქს და თავის ქალას მილიარდი კითხვებით მივსებს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი