ტყის სიყვარული
(გოდერძი ებანოიძეს) ტყეებს სჭირდება ტაძრის რიდობა, გული სჭირდება,გული მლოცველი; წყდება ბაგეზე სიტყვა,,მშვიდობა“- ტროპარს კითხულობს ციდან მოწერილს. მზეს ბაძავს ახლა თრიმლის ფურცელი, აგერ-ძახველი,აგერ -კუნელი, ტყის სიყვარულით არის უცვლელი სახადი რამე განუკურნელი. ფოთლებზე ისევ დილის ნამია, ტოტიდან ტოტზე დახტის მესკია; ხე-ფესვი -მიწის ქვედა ტანია ხე- ტანი -მიწის ზედა ფესვია. ხომ შეიძლება ასეც უმზერდე ირგვლივ ყველაფერს-თვალზე მონდობილს; აგერა უკვე ხელისგულზე დევს ტყეები,როგრც ლურჯი ფოთოლი. შეხვალ საკუთარ ხელზე შედგები, ტყეს დაუდგები მორჩილ მსახურად, დღემდე გლოვობენ სიტყვის დენდები ერთხელ სამოთხის კარის დახურვას. ტყეს,ტყეს სჭირდება ტაძრის რიდობა, გული სჭირდება,გული მლოცველი, წყდება ბაგეზე სიტყვა,,მშვიდობა“- ტროპარს კითხულობს ციდან მოწერილს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი