ულამაზესო


შენ,მომდუმარი მიდიოდი,მშვენებავ თვალთა,
შენ,დედოფალო სამყაროის,გულისთქმავ ღამის,
შენი სურვილი გვირგვინოსნის ხელმწიფურ აღთქმას,
ლაჟვარდებიდან მაცდუნებლად შეეხო ლამის.
შენ,მომდუმარი მიდიოდი,მშვენებავ თვალთა.

მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე როგორც ნიავმა
და გატაცების იდუმალი კოშკი ამიგე.
მე,შენი ფრთებით მობერილი ქარი მეამე,
მე,შენი ფრთების წამიერი თრთოლვა გავიგე,
მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე როგორც ნიავმა.

მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე სამეფო ყანდით,
ყანდონიანი მიგყვებოდა სინათლე რამე;
ო,ღმერთო ჩემო,მოფარფატე ფოთოლად ჩანდი,
ხეს მოწყვეტილი შემოდგომის მთვარიან ღამეს.
მშვენებავ თვალთა,ჩაიქროლე სამეფო ყანდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი