უნივერსალური ვაქცინა
როცა გრიგალი ბრუნდება ქარში, ქარი-ნიავში და ქრება ჩქამი, შენში თანდათან იღვიძებს ბავშვი და ბავშვის თვალით უყურებ ამინდს. აიყვან პეშვით ქოთქოთა წყაროს- რამე სიცივეს და რამე სითბოს; კაცმა რომ გკითხოს - წუხხარ თუ ხარობ, წუხხარ თუ ხარობ კაცმა რომ გკითხოს. ასეთ დროს ცისკენ მიიწევს ცეცხლი ,ცეცხლიდან-ალი,ალიდან - ნისლი, ხოლო მიწაზე კვალს ტოვებს შეცვლილს ღვინოში -წყალი და წყალში სისხლი. და შეცვლილ კვალზე რო გინდა გავლა და დათვლა მაჯის-ამ დროს რო გიცემს: გვალვებით უნდა ებრძოლო გვალვას და სიცხით უნდა ებრძოლო სიცხეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი