შეჯამებული სითბო


რასაც ვიხსენებ,რასაც წარსულში ვყვები
(ცოტას ცხადში და ცოტას სიზმარში ვხედავ),
მდევდა მისანის და ხირომანტის ყბებით
ამოსათქმელი,მდევდა,აქამდე მდევდა:

მღვრიე დინება - სასოწარკვეთის სიღრმე -
წარმოჩენილი ქალირი ხმა და კილო,
იხსნის თანდათან ნერვების მომშლელ ნიღბებს,
და გაძარცვული დადგეს ჩვენს შორის ცდილობს.

და უსასრულო სივრცე ამდორებს მზერას
და წუთი-წუთზე ხორშაკი ქარი გვხუთავს;
,,შენ მენაღვლები,ასეთ დროს,თორემ მე რა-
ჩირად არ მიღირს“...-ამბობს მავანი ყურთან.

რა რო,,არ მიღირს“...ფიქრი...ამგვარი ფიქრის
კვალზე მიყოლას უნდა ალღო და გეში
და წლევანდელი ზამთრის ფარფატა ფიფქი-
ახლა პირიქით-იქ,იმ წარსულში, ფრთებს შლის.

მინდა დავარქვა სახელი-ვინ და რატომ
გემზრუნველება და არც არაფერს ითხოვს,
და ამის მერე გვირგვინად დავწნა მარტომ
სამივეს ერთად შეჯამებული სითბო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი