შიმშილი
ღრუბელი - ღანღში გადასული.ბურული.გვიბე. სადღაც შორს- ცოტა ახირება - შუქი ნათურის... სიზმარი.მძიმე ხასიათი და მჩატე ჯიბე. ჯიბესთან- ჩემზე ბედნიერი- ქურდი ფათურობს. დაცურებული ნიღბიდან მაწუხებს სოფლის ძილშიც ელამი,ძილშიც ხარბი და ჭროღა თვალი, და შუბლზე ცივი ქვირითივით დაყრილი ოფლი დღეიდან აღარ შემშრალდება ამბორით ქალის. ,,გულში მჭირს“შენი მოფერება,,,რჯულძაღლო,გულში“ და ღარიბდება სისხლით ვენები და ხორკლიან ხელს რომ მკიდებ ყურში ფეხის წვერებზე წამოწევით თავს ვეშველები. თალხი ღიმილი დაყვება სალამს, ხშირდება შიში გამოშვერილ მარჯვენის ხარჯზე და წუთ-წუთზე ახლა ისე მელევა ძალა, რომ ლამის ქუდი მოვიხადო და გზაში დავჯდე. გათენდა,სიზმარს დავაფინე ძმრიანი ტილო და მერე ფიჩხი შემოვივლე ტავზე და დავწვი... მომაგნო მაინც,ვინც ჩემთან მოყვრობას ცდილობს- ვახლავარ შიმშილს -სიმპატიურ და გამხდარ ყმაწვილს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი