წინდაწინ გლოვობს გამოტყუებულ კვირტებს,
წინდაწინ გლოვობს გამოტყუებულ კვირტებს, მაცდუნებელის კვალზე შემდგარი თავისით; და მარტის ქარი ხელს არ დაგვიქნევს ვიდრე- შუბლზე გამოსხმულ სიმწრის ოფლივით განიცდის. ამოხსნილია გათამამებულ მარტის ალეგორია -,,წუთისოფელი ჭრელია“; და აღარ გიკვირს რო შეამჩნიო დარდი, წამწამებივით ახანხალებულ ლელიანს. ყოველ წელიწადს სამად-სამი დღე სესხად (რაღა სესხია -მარადიული ვალია), ეს რა ხანია, ტყემალს რო ხათრად ესხა- ცოტა მარტის და ბევრი ტყემალის ბრალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი