თუკი წინათ მწუხარ იყავ ..
თუკი წინათ მწუხარ იყავ, გულო, გრძნეულ მგოსანისა. ახლა თავისუფალი ხარ, ამღერდები, როცა გინდა. ტყვეობაში იყავ დიდხანს, ძლივს გახიე ფარდა ბინდის; სულო, თავისუფალი ხარ, სადაც გინდა, გადაფრინდი! დღეს ტაზარი მუზის ტაძრობს, ცვარი ცვივა ოქროს ციდან... თავისუფალი ხარ, აზრო, იზეიმე, როგორც გინდა. გმადლობთ, მფარველო და მხსნელო, მეოცნებე კაციწმინდის! თავისუფალი ხარ, ცრემლო, როცა გინდა, აციმციმდი!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი