კაცთ მისი სისხლის შესთხოვდა წვეთი ..
კაცთ მისი სისხლის შესთხოვდა წვეთი, ევედრებოდნენ თვალები სველი: „ამაგებინეთ ცხოველი სვეტი, მერე მომჭერით მარჯვენა ხელი!.. ჯერ მათქმევინეთ სიმღერა ჩემი, მზიური აზრი მასმინეთ ღმერთის! მერე გამხადეთ ბოროტი ენის და სიძულვილის უენო მსხვერპლი! ჯერ დამაცადეთ, - ავანთ კვარი, გამათბობინეთ ცივი სხეული! მერმე დამფარეთ ამღვრეულ მტკვარით. გულს დამაყარეთ მიწა წყეული! ნუ შემაჩერებთ ნახევარ გზში, მაღალ მწვერვალზე მაცალეთ ასვლა ჯერ მაგრძნობინეთ სიცოცხლის ფასი, მერმე დამისვით სიცოცხლე ფასად!.. ჯერ ნუ დამიშლით, ვიფრინო ცისკენ, ციური შუქით ავივსო სული, ჯერ დავეუფლო უსაზღვრო სივრცეს, მერე მიმონეთ თქვენს ნება-სურვილს!“ კაცთ მისი სისხლის შესთხოვდა წვეთი, ევედრებოდნენ თვალები სველი: „ამაგებინეთ ცხოველი სვეტი, მერმე მომჭერით მარჯვენა ხელი!“
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი