სად გეძინა წუხელი ..


სად გეძინა წუხელი,
მოწყენილო ბეღურა? -
ალბათ, თოვლი გეგო,
ალბათ, თოვლი გეხურა...

როდის გეშველება,
საცოდაო ჩტო?!
ხომ არ გეშინია,
არ მოფრინავ მიტომ?!

ვაჰ, თუ კლანჭი გაგკრა
მტაცებელმა ფრთაშავმა?..
შენი ბუდე ახლა
ალბათ, ქარმა დაშალა...

დაუშავე ვის რა?
ვინ გაგწირა უღმერთოდ?
ნეტავ, შენზე ვინ თქვა:
კარებს ნუ გაუღებთო.

რა გაგიხარდება,
ნაღვლიანო ჩიტო?!
თქვი, სად გიღამდება,
სად გიწვიმს და გითოვს?

ვერც აღავლენ ვედრებას
ვერც მაღალ ღმერთს ახსენებ,
როცა ქარი გედება,
როცა წვიმა გასველებს...

გაათიე ჩემთან
ეს თოვლჭყაპი ღამე
და კერიის ცეცხლთან
მომიყევი რამე...

დავიძინოთ ტკბილად,
ძილშიც ვიყო ფხიზლები,
მე შენ დამესიზმრე,
მე შენ დაგესიზმრები!

ღონეგამოლეულო,
ჩტო, ნუ დაღნდები,
ერთად მაინც ვიცოცხლოთ,
თუ ერთად ვერ მოვკვდებით!..

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი