0 119

დახუჩულ თვალებს ჩამოწყდა ნელა ..


დახუჭულ თვალებს ჩამოწყდა ნელა,
თვალებში ჩადგა მარადი ბნელი...
სულ ერთი წამი იცოცხლა ცრემლმა
და მერე მოკვდა პატარა ცრემლი.
უკანასკნელი სათქმელი მისი –
უსიტყვოდ მოკვდა პატარა ცრემლი...
ჯერ დაიკარგა წერტილი მიწის
და მერე გაჰქრა სამყარო მთელი.
დაცურდა ერთი ვარსკვლავი ცაში,
დააწყებინა კანკალი სანთლებს...
ო, რა ძნელია სიკვდილი მაშინ,
როცა ერთ ცრემლში ათავსებ სათქმელს!
კომენტარები (0)