აყვავებულა ალუბლები
სუსხი გარდაცვალების შემოიჭრა წუხელის, დაეხუჭა თვალები, დაეკრიფა გულხელ, სიხარული დაემხო და გამეფდა წუხილი, კარ-ფანჯრები დაიღო, ატყდა ჭექა-ქუხილი, ციდან აცრემლებული ჩამოვიდნენ ღრუბლები, სულ მთლად დასველებული ყვაოდნენ ალუბლები!..
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი