ვედრება
ანთებული სანთლის ჩამოღვენთას შემოგწირავ, შენ, მაღალო ღმერთო, ნუ ჩამაქრობ ადრე დედისერთას, იმ უწმინდეს სანთელივით ვენთო, ნუ ჩამაქრობ, სულმაღალო ღმერთო! ზეცისაკენ მიმასწავლოს გზები. მომივლინე ანგელოსი ერთი... და თუ გზაში ყინვით დავიზრები, შენი ზეცის იისფერ ნისლს შემრთავ, შავ ღრუბლებში ნუ დამკარგავ, ღმერთო! მუხლთკანკალით დავუჩოქებ მიწას და შენს მუხლებს მოვეხვევი, ღმერთო, ვინც მიწიერს მე სატანჯველს მიმცა, ის შენს ციურ დაპირებებს ენდო, ღმერთო, სითბო არ მომაკლო მზისა! მზის სინათლის შეიბრალე, ღმერთო, ჩემი სულის დაბნელების საფღტხე, მარადიულ შუქით ციურ ფერთა სიკვდილისკენ გზები გამინათე და სიკვდილიც მზედ დამინთე, ღმერთო! ჩემს ალალ სულს უპატრონე ცაში, თუ ნათება უწერია, ენთოს! ნუ მოუვლენ ჩასაქრობად საშიშ ციურ ქარებს მას, მოწყალე ღმერთო! ნუ შეუშლი ხელს ვარსკვლავზე წვაში.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი