ზაურ ბოლქვაძე
პოეტი
მაგ შენ თვალებით მცინარი
მაგ შენ თვალებით მცინარი _ როდის დამწიფდება მაყვალი?! როდის გაიზრდება ჩინარი _ მაგ შენი ტანივით მაღალი?! როდის მოირთვება ნაზი მიწა სააპრილო მზითევით?! როდის დამწიფდება მარწყვი _ შენი ტუჩებივით წითელი?! როდის გამიყუჩებს ტკივილს შენი შემოხედვის ღადარი?! მაგ შენი გულივით ცივი, _ ნეტავ, როდის წავა ზამთარი?!