მინიატურები
* * * განმარტოვებას ვინ დაუშლის დეკას და ღვიას, ვის შეუძლია აუკრძალოს ზეცას ტირილი? ხარის ყვირილი ვერ აღკვეთავს ვეფხვების ღრიალს, მაგრამ ვეფხვებსაც ეშინიათ ხარის ყვირილი. * * * ... მზე ჩადის უცნაურ ჩასვლით, ვეებერთელა ცა მარტოა... დახტა, ჩარჩოში ცასვა, წავიდა, დიდება დატოვა. * * * მიიჩქარიან მდინარენი მაცდურთა დროთა, მარადისობის ოკეანეს ადგენენ ერთად. საუკუნენი მაგონებენ მე ტყავებს ხბოთა, რომლებზეც დიდი რუსტაველი პოემას წერდა. * * * მარადისობა შენი ძეგლის ადგილას დადგა, ხარ ისე დიდი, უკვდავება აღარც კი გშვენის! ვერ დავიჯერებ მე შენს სიკვდილს ვერასგზით, რადგან ჯერაც არ მჯერა სიცოცხლე შენი. * * * სანამ საუკუნეთა მსვლელობარ მწყინდება, მანამ შენი სახელი არვის დაავიწყდება. შენ კი, მარადიულო მიწისა და ცის კაცო, რომ იცოცხლე, რომ მოკვდი, ალბათ, აღარც კი გახსოვს. * * * ამოშრა წყალი დანაგუბები; არ გვეკადრება შაშვი სათოფედ, გადაიკარგნენ სადღაც ღრუბლები და ცას ხელებში მზე შეატოვეს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი