რეაბილიტაცია
მას საფეთქელთან მიადეს ლულა და წაიყვანეს ღამით სახლიდან. როგორც „ხალხის მტერს“, მოეპყრენ მტრულად: გაასამართლეს, მერე დახვრიტეს... თუმცა სჯეროდა სიმრავლე მისი ყველას, „საეჭვო“ სახლში ვინც დარჩა, ძლიერი იყო იმ ლულის შიში, ამიტომ - ტაში! ამიტომ - ვაშა! გახშირდა ყალბი ვაშა და ტაში, გახშირდა ღამით წაყვანის შიში და უმამობა გახშირდა ბავშვის, გაჩნდა შფოთი და კოშმარი ძილში... ........................... მას საფეთქელთან მიადეს ლულა და წაიყვანეს სახლიდან ღამით. სულ უმიზეზოდ გაცივდა გული... გავიდა დრო და გავიდა ხანი. თურმე იმ გულში (გაირკვა მერე) არაფერი არ ყოფილა მტრული, თურმე მართალი ყოფილა გული, თურმე საჭირო ყოფილა გული!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი