სურათი
ცივ წყალს იღებდა ვედროთი ჭიდან სოფლელი გოგო - ცასავით წმინდა... მზემ ღრუბლებიდან გამოიჭყვიტა, ჩიტს, მოჭიკჭიკეს, დასძახა: „ჭიტა!“ მზეს გაუცინა სიმინდმა ჭყინდმა, და ხმატკბილ ჭიკჭიკს უმატა ჩიტმა, გახარებული მზე თვალებს მჭრიდა... უცებ მომირჩა, რაც სენი მჭირდა!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი