ჩემო მიწავ
დიდი იყავ... გფარეთ მკერდით, გკვებეთ სისხლით, გალბეთ ოფლით... დღეს, ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის, საფლავებად არ გვეყოფი! და რაც დაგვრჩი, – დაგვრჩი მარად, დაგვრჩი ხორცად, დაგვრჩი ძვლებად; დაღუპვისგან დაგვიფარავას მარტო შენი დასიზმრება! საქართველოს გეტრფით მთლიანს, საქართველოს გეტრფით ახალს; იცოცხლე და, სულ ერთია, დიდი ხარ თუ პატარა ხარ! უფრო მეტი დაგებადოს ერის მშვენი, ენის მშვენი... არ ჰყოფნიდეს აკვნებადაც შვილთა შენთა ტყენი შენი!.. დიდი იყავ... გფარეთ მკერდით, გკვებეთ სისხლით, გალბეთ ოფლით... დღეს, ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის, საფლავებად არ გვეყოფი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი