მე შემხვდა მკვდარი მეგობარი და მითხრა ..
მე შემხვდა მკვდარი მეგობარი, და მითხრა: ქალაქს ვეღარ დავცილდი, ვერ დავცილდი... ვეღარ დავცილდი. მე მისი მკვდარი საუბარი მართმევდა ძალას, მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერა - ვეღარ დავცილდი. უცნაურია! - მე შევძახე - რომ ამ დიდ სიზმარს ამქვეყანაზე არაფერზე მე არ გავცვლიდი, არ გავცვლიდი, მე არ გავცვლიდი!.. ჩემს წინ კი მკვდარი მეგობარი ამბობდა მისას: რომ ვერ დასცილდა, ვერ დასცილდა - ვერც მე დავცილდი. ეს ყველაფერი დაწყევლილი ქალივით ძრწოდა, ეს ყველაფერი თრთოდა, როგორც შავი შროშანი. უცნაურია - როგორ კარგავ თვითეულ გრძნობას, თითქოს გართმევენ საბადებელს ბოლო გროშამდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი