აბა, მამაო
რა საჭიროა ტყუილები - ისეც მტკნარია ქვეყანა. ჩემ გულს არასოდეს გაუხარია, მახსოვს ხანდახან - ნაშუადღევს როგორ დაღამდა და შეღამება იდგა როგორც ლანდი საგანთა, მახსოვს ხანდახან - მიმატოვა ქვეყნად მამამან, მხოლოდ ხანდახან მეხმარება ჩემი მანანა, ვეძებდი ბინას, თავშესაფარს - ვპოვე სასტუმრო, დამკლეს, დამსისხლეს, ეხლა უნდა დამაბასტურმონ. აბა, მამაო, დამიხსენი ძე შეცთომილი, ცარიელ ცისქვეშ ვბორიალობ, როგორც ცთომილი, მზე აღარ მახსოვს, აღარ ვუმზერ ღამე მთვარესაც, ჩემ სისხლში ცივმა ქარიშხალმა გაითარეშა, სიზმარში ვცხოვრობ, დარდი მბაწრავს, ცრემლად ვიღვრები, აბა მამაო, ამიხდინე ის სხვა სიზმრები, რომ აღარ ვიყო მოჩმახული, როგორც ზღაპარი, აბა მამაო, შენი კალთა გადამაფარე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი