სანთელი
რომ ყველაფერი საბოლოოდ გახდეს ნათელი მე და შენ შორის, ყველაფერი იყოს თავიდან ბოლომდე სუფთა _ გავამხილოთ ჩვენი სათქმელი, ვანდოთ ერთმანეთს, რაც ჩვენს ბაგეს არასდროს უთქვამს. თორემ, ხომ ხედავ, რა ძნელია ჩვენში გაჩენილ უსასოობას შეგვაჩვიოს ყოველმა წუთმა. ხედავ, ჩვენი დღე იწურება, თითქმის გავიდა და ჩვენ გარშემო თვით სიჩუმე იმგვარად სუნთქავს, რომ ყველაფერი საბოლოოდ ხდება ნათელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი