გამომეცხადა ზაზა თვარაძე ..
გამომეცხადა ზაზა თვარაძე მე – ჩაძინებულს – დამცა თავზარი. დაიწყო როშვა ქარზე, მთვარეზე, დავემორჩილე, ხმაც ვერ დავძარი. მოისხა მხრებზე ჩემი სამოსი, გაუყვა ჩემი ხსოვნის სანახებს, ხეტიალობდა იმ მიდამოში, რომელიც სიზმრად მევე ვანახე, გაპაპაჯორდა ჩემს საბრძანისში, აღარ დატოვა ჩემი მისხალიც, ვეჭვობ – ქირასაც არ გადამიხდის დავიღუპები ალბათ მის ხელით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი