ავი გრძნობები მაწუხებს ..
ავი გრძნობები მაწუხებს უკვე რამდენი წელია, გულში ვგრძნობ მწარე მარწუხებს, ჩემი ცხოვრება ძნელია, დავწექი, თვალი დავხუჭე, სიზმრებშიც ნათელ-ბნელია, იქაც არავინ არ არის, აღარსად აღარ მელიან. სიზმრის და ცხადის გარჩევით მე გული გადამელია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი