დიდი თავი


ვხედავ, გათენებას სულ ცოტა უკლია..
წიგნს ვწერ, სანამ არ ჩამეძინება..
ეს პაუზები ყველაზე დიდი თავებია..
ამ პაუზებს ყველაზე დიდი თავები აქვთ..
ყველას რომ თავის დამალული აქვს,
საგულდაგულოდ,
თითქოს ეგაა პაუზა..
თავი ქვიშაში-
ქვედა საცვალი- „შენი თავის“ ბოქლომი..
ატარე შენთვის..
ატარე ტაბუ..
გრიფით „პატარა“..
ელოდე, გაიზრდები და უფლებას მოგცემენ,
მათთან ერთად დაჯდე..
ზურგით სიზმრისგან..
სახით სუფრისკენ..
სახით მარშუტის ფანჯარასთან..
„უფლებით“- შეგიძლია ეთამაშო, როცა მარტო დარჩები..
ისინი ატყუებენ შენს ნარჩენებს,
რომელთაგანაც აღარაფერი რჩება..
ისინი მარშუტის მძღოლებსაც აძღობდნენ ცოდნით- „არ შეიძლება“..
მათ იმიტომ აქვთ ახლა ასეთი კეფა..
რომლის უკანაც ჩვენ სადღაც მივდივართ..
რომელსაც მივსდევთ..
ვხედავ, გათენებას აღარაფერი უკლია..
ვწევარ ასე..
მე,
ჩემი დამაულული და
დიდი პაუზა..
ყველაზე დიდი თავი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი