შენ არ ხარ უბრალოდ წაკითხული წიგნი ..


შენ არ ხარ უბრალოდ წაკითხული წიგნი
და არც თაროზე დადებული თევზი
კომიდან განივად გაჭრილი გვერდი...
შენ არ ხარ ხარი

აქ არის ათი სალოკი თითი
აქ ქარი არის თვლემა და 
    ლეში არ არის ქორფა...
კვლა-უარყოფა...

უარყოფ ნაყოფს
ნოტიო შუალედს...
კაქტუსის ქოთანს
(აწმყოში აწყობ..)

სანამ საბანი არის გრილი
სანამ ნაოჭებში ჩავიკეცავთ თავმოყვარეობას
შენ არ ხარ ხილი
მე არ ვარ ხალიჩა
გადის ამ კარიდან
დრო...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი