ბავშვები, რომლებიც მიდიან სახლში ..


ბავშვები, რომლებიც მიდიან სახლში..
თოვლში და ყინვაში მიდიან ბავშვები..
მე კი ჯიბეში ჩავიდე ვაშლი..
და შუა გზაში ძაღლს ვეთამაშები..

ფინიას არ უნდა ფრენა, ის ფენია..
თეთრი მულტფილმია.. ბოლოში ვქრებით..
იქ, ბოლო სართულზე ქართული სხვენია..
ჩვენ კიდევ, ფრჩხილებში გაგვიხმა თმები..

გავიხლართებით და მერე ამოვდივართ..
ეს ლიანებია.. შაქარყინულები..
ღუმელი ანთია სახლში.. და გზაში ვართ..
და თოვლის კაცი ტროტუარზე  დნება..

დილა უარზეა.. რძის ავზიც სავსეა..
სიზმარი თავქვეა.. პერანგებს გავშლით..
ამ გზაზე თოვლია.. თოვლია და ტყეა..
ბავშვებო, დაბრუნდით, დაბრუნდით სახლში..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი