ალბათ
(ზ - ს ) გამოგტყუებენ სიცილს, ამბორს გიყოფენ ამოდ, და გაღმერთებენ, - ვიცი!.. თქვენი მეუღლის გამო. მე მათ უბადრუკ ქვიცინს და მოთმენობას ვნანობ, თავს გევლებიან, - ისიც!.. თქვენი მეუღლის გამო. მე იმთავითვე მძაგდა და ამთავითვე მეწვის, ამ პროვინციელ ქალთა, - მეჩშანობა და პეწი. მედიდურობა ყალბი, არარაობა მათი!... მე თქვენს მეუღლეს ალბათ, - თქვენს გამო ვცემდი პატივს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი