ამბობენ
მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს, მივიწყებული ტყეში ბილიკი, ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე, ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით? დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით, გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი, ამბობენ თურმე მე არ მიყვარდი, არადა ეს ხომ იყო პირიქით? და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან, რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით, ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა, მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი